მურუსიძის სასამართლო ერთი კაცის დაკვეთებს ასრულებს და შესაბამისად, მოლოდინები არ გვაქვს-ზურაბ ცეცხლაძე

28.07.25 14:29
მურუსიძის სასამართლო ერთი კაცის დაკვეთებს ასრულებს და შესაბამისად, მოლოდინები არ გვაქვს-ზურაბ ცეცხლაძე

სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც საქმის მტკიცებულებად უხმო ვიდეო წარადგინეს, ნორმალურ სასამართლოში ეს ვიდეო ამოირიცხებოდა საქმიდან და გადაკვალიფიცირდებოდა საქმე, თუმცა, ამ სასამართლოს პირობებში სამართლიანი გადაწყვეტლების იმედი არაქვს.

ზურაბ ცეცხლაძე დღევანდელ სასამართლოს არაობიექტურს და კლანურს უწოდებს და ამბობს, რომ ის “ერთი კაცის დაკვეთას ასრულებს.“

დედანი, რომლითაც ზვიადს ედავებიან ორგანიზებას, უხმო აღმოჩნდა, ასეთ შემთხვევაში, ნორმალური სასამართლოს პირობებში, ასეთი მტკიცებულება უნდა ამოირიცხოს საქმიდან და მინიმუმ უნდა გადაკვალიფიცირდეს ის ყველაფერი, რა ბრალიც წაყენებული აქვს ზვიადს. მოლოდინები ამ სასამართლოსგან არასდროს არაფერი გვქონია, არის პროცესები, როდესაც მოსამართლეს რაღაც ადამიანური გამოვლინება აქვს, მაგრამ როდესაც არაობიექტურია სასამართლო, მურუსიძის სასამართლო ჰქვია, კლანური, ნეპოტისტური და ერთი კაცის დაკვეთებს ასრულებს, მოლოდინები არ გვაქვს,- ამბობს ცეცხლაძე.

სინდისის 8 პატიმრის საქმის განხილვა გრძელდება- სხდომაზე პროკურატურის მოწმეები გამოიკითხებიან.