არ ვაპირებთ არანაირ შეწყალებაზე ე.წ. პრეზიდენტს მივმართოთ - ირაკლი ქერაშვილი

29.07.25 13:39
არ ვაპირებთ არანაირ შეწყალებაზე ე.წ. პრეზიდენტს მივმართოთ - ირაკლი ქერაშვილი

 

 

არ ვაპირებთ არანაირ შეწყალებაზე მივმართოთ ე.წ. პრეზიდენტს! - ამის შესახებ საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა ირაკლი ქერაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

 სინდისის პატიმარი, ანდრო ჭიჭინაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მსჯავრდებულებს მისდით ხმები, რომ მოიხადონ ბოდიში და გაათავისუფლებენ ყაველაშვილის შეწყალებით. 

სრულიად ვეთანხმები იმ მოსაზრებას რაც გამოთქვა ანდრომ და ონისემ... არ ვაპირებთ არანაირ შეწყალებაზე მივმართოთ ე.წ. პრეზიდენტს!" - განაცხადა ირაკლი ქერაშვილმა. 

საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებული 11 პირის -ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს. 

  • დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.