ვუერთდები ანდროს: „ვაი თქვენს პატრონს“ - უდანაშაულო ადამიანებს არაფერი აქვთ ბოდიშის მოსახდელი - ლუკა ჯაბუა

29.07.25 13:44
ვუერთდები ანდროს: „ვაი თქვენს პატრონს“ - უდანაშაულო ადამიანებს არაფერი აქვთ ბოდიშის მოსახდელი - ლუკა ჯაბუა

 

 

უდანაშაულო ადამიანებს არაფერი აქვთ ბოდიშის მოსახდელი - ასე ეხმიანება სინდისის პატიმარი, ლუკა ჯამბურია ანდრო ჭიჭინაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც მსჯავრდებულებს მისდით ხმები, რომ მოიხადონ ბოდიში და გაათავისუფლებენ ყაველაშვილის შეწყალებით.

„ვუერთდები ანდროს, „ვაი თქვენს პატრონს”, მინდა დავამატო, რომ უდანაშაულო ადამიანებს არაფერი აქვთ მოსანანიებელი და ბოდიშის მოსახდელი”,- განაცხადა ლუკა ჯაბუამ.

საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებული 11 პირის -ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს. 

  • დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.