"ბოდიში აქეთ აქვს მოსახდელი კობახიძეს და პროკურატურას და ყველა იმას, ვინც უდანაშაულოდ ჩაგვსვა ციხეში" - გიორგი ტერიშვილი

29.07.25 13:50
"ბოდიში აქეთ აქვს მოსახდელი კობახიძეს და პროკურატურას და ყველა იმას, ვინც უდანაშაულოდ ჩაგვსვა ციხეში" - გიორგი ტერიშვილი

 

 

ბოდიში აქეთ აქვს მოსახდელი კობახიძეს და პროკურატურას და ყველა იმას, ვინც უდანაშაულოდ ჩაგვსვა ციხეში - ასე ეხმიანება სინდისის პატიმარი, გიორგი ტერიშვილი ანდრო ჭიჭინაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც მსჯავრდებულებს მისდით ხმები, რომ მოიხადონ ბოდიში და გაათავისუფლებენ ყაველაშვილის შეწყალებით. 

ვეთანხმები ჩემს მეგობრებს - ჩვენ შესაწყალებელი არაფერი გვჭირს, უდანაშაულოდ ვსხედვართ! ბოდიშის მოხდას არ ვაპირებთ! ბოდიში აქეთ აქვს მოსახდელი კობახიძეს და პროკურატურას და ყველა იმას, ვინც უდანაშაულოდ ჩაგვსვა ციხეში“, - განაცხადა გიორგი ტერიშვილმა.

საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებული 11 პირის -ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს. 

  • დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.