სპეცდანიშნულების რაზმი ახალგაზრდების საცემრად და დასასახიჩრებლად იწვრთნება - სიორიძე

14.09.25 15:09
სპეცდანიშნულების რაზმი ახალგაზრდების საცემრად და დასასახიჩრებლად იწვრთნება - სიორიძე

ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" სპეცდანიშნულების რაზმი აქცია მარბიელ რაზმად, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" წევრი გიორგი სიორიძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ძალოვნებს ხალხის წინააღმდეგ ამზადებს.

მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ სპეცდანიშნულების რაზმი იცავდეს კონსტიტუციას, დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს, ის ემსახურება „ქართულ ოცნებას“, რომელიც თავად არღვევს ამ ღირებულებებს.

ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" სპეცდანიშნულების რაზმი აქცია მარბიელ რაზმად. ჩვენ ვნახეთ ეს მარბიელი რაზმები პირველი რუსული კანონის დროს, მეორე რუსული კანონის დროს, ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს. სპეცდანიშნულების რაზმი ახლა იწვრთნება ახალგაზრდების საცემრად, დასასახიჩრებლად და იმის ნაცვლად, რომ ისინი იცავდნენ საქართველოს კონსტიტუციას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, ისინი ემსახურებიან დღეს "ქართულ ოცნებას", რომელიც პირველი მტერია ამ ქვეყანაში დემორაკტიის, ადამიანის უფლებების დამრღვევია და რომელსაც მიტაცებული აქვს ხელისუფლება, - ამბობს გიორგი სიორიძე. 

თბილისთან ახლოს სპეცრაზმი აქციების დაშლას ავარჯიშებს.
„ტვ პირველის“ გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გადაიღეს კადრები, სადაც ნიღბიანები 4 ოქტომბრის არჩევნებამდე სამკვირით ადრე მასობრივ წვრთნებს გადიან. სწავლებისას გამოიყენეს გაზაფხულზე შეძენილი ახალი ტექნიკაც.

წვრთნები მაქსიმალურად მიახლოებული იყო რუსთაველის გამზირის სცენარებთან: დაკავების მანქანები, სპეცტექნიკა და დემონსტრანტებთან შეტაკების იმიტაცია. ვარჯიშებში ჩართული იყვნენ არა მხოლოდ დედაქალაქში დისლოცირებული ძალები, არამედ რეგიონებიდან გადმოყვანილი დანაყოფებიც.

 

მსგავსი სიახლეები