ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმე - სასამართლოს დღეს ჩვენებას ოქროს მოწმე მისცემს

15.09.25 13:21
ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმე - სასამართლოს დღეს ჩვენებას ოქროს მოწმე მისცემს

სასამართლო განხილვა ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე - მოსამართლე გიორგი გელაშვილი დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევას იწყებს.

დღეს სასამართლო დარბაზში მკვლელობაში ბრალდებულის, გელა უძილაურის წინააღმდეგ მიყვანილი იქნება 11 მოწმე, მათ შორის არიან გამომძიებლები, რომლებმაც ამოიცნეს დაკავებული ქილერი, ასევე არიან პირები, რომლებიც, პროკურორის განმარტებით, დაადასტურებენ, რომ გელა უძილაურმა მკვლელობა ანგარებით ჩაიდინა და ასევე არის მოკლული "კანონიერი ქურდის" ძმის მეგობარი პირი, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე ჯერ პანაშვიდზე, ხოლო შემდეგ მკვლელობის მომენტში ლევან ჯანგველაძესთან ერთად იმყოფებოდა, საუბარია კახა ძანძავაზე. ძანძავა საქმის ოქროს მოწმეა. 

ამ დრომდე რაც მნიშვნელოვან გარემოებად რჩება, ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში არ არის გამოკითხული ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, რომლის სახელმა და გვარმაც ბიზნესმენის მკვლელობის საქმეში არაერთხელ გაიჟღერა.

დღეს "პირველებმა" საქმის პროკურორს, ლევან ვეფხვაძეს ჰკითხა, მიმდინარეობს თუ არა ამ მიმართულებით და ჰქონდა თუ არა ოთარ ფარცხალაძეს ინფორმაცია სავარაუდოდ მოპარული იარაღების შესახებ, რომელიც სანდრო წივწივაძისგან ძმები მიქაძეების ხელში აღმოჩნდა. 

 "ტვ პირველის" ჟურნალისტმა ვეფხვაძეს ასევე ჰკითხა, მიხეილ ბერძენიშვილის ჩვენებაზეც, რომელიც საქმეში დევს და რომელიც „შაბათის ეთერის "ინფორმაციით, ჩვენებაში ამბობს, რომ ჯანგველაძესა და ფარცხალაძეს შორის ურთიერთობა "კანონიერი ქურდის" ძმის მკვლელობამდე ბოლო 4 თვის განმავლობაში დაძაბული იყო. 

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მათ შორის თქვენს მიერ დასახელებული მოწმე არის დეტალურად გამოკითხული, მან მიაწოდა გამოძიებას ინფორმაცია, რომლის ირგვლივაც მიმდინარეობს აქტირუი საგამოძიებო მოქმედებები. ვადასტურებ, რომ მიხეილ ბერძენიშვილიც დაიკითხება სასამართლო პროცესზე. 

ინდივიდუალურად, რა საგამოძიებო მოქმედებებს ჩაატარებს ბრალდების მხარე, იმიტომ, რომ გამოკითხვაც არის საგამოძებო მოქმედება, ეს არის გამოძიების მსვლელობსი პარალელურად, აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით პასუხს. 

ამ საკითხთან დაკავშირებითაც აქტიურად მიდის საგამოძიებო მოქმედებები, რაც შეეხება ღქვენს მიერ დასახელებულ მოწმეს, ის გამოკითხულია, მისი სურვილი იყო გამოძებისთვის მიეწოდებიან იფორმაცია და ვისი სურვილიც არის გამოძებას მაიწოდოს ინფორმაცია, გამოძიება ვერ შუეშლსი ხელს. რაც შეეხება შეფასებას, რამდენად სანდო ჩვენებაა, არ არის სანდო, სხვა მტკიცებულებებთან კონტექსტში როგორ მოდის, ამას უკვე ბრალდების მხარე შეაფასებს და მიიღებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას.

რაც შშეეხება დრეს გამოსაკითხ მოწმეებს, აღნიშნულ საქმეში მოწმეები ადასტურებენ, როგორც მის (გელა უძიალურის) უშუალო მონაწილეობას მკვლელობასთან დაკავშირებით, ისე მის მიერ შეკვეთით და ანგარებით შეკვეთილ მკვლელობას. დღევანდელ სასამრთლოს ხდომაზე დაიკითება მათ შორის გარდაცვლილის მეგობარი, ვინც ახლდა მკვლელობსი დროს, ასევე სხვადასხვა მოწმეები, მათ შორის ისინიც, ვინც ამოიცნო გელა უძილაური და ასევე გამომძიებლები, რომლებმაც დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი.", - აცხადებს პროკურორი. 

  • ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.

ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

 მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.

 

მსგავსი სიახლეები