დაკავებების ახალი სერია ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე - ვის დაადეს ხელბორკილები გუშინ ღამით?
ლევან ჯანგველაძის საქმეზე დაკავებების სერია გრძელდება - ხელბორკილები გვიან ღამით 2 პირს, მათ შორის ბიზნესმენის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული დავით მიქაძის დაცვის წევრს დაადეს. ლაშა მაისურაძეს ადვოკატის საქმიანობაში ჯგუფურად ხელშეშლის ფაქტზე ბრალდებას დღეს წაუყენებენ. მასთან ერთად ბრალსი წარდგენას ელოდება კიდევ ერთი პირი.
ადვოკატის თქმით, ლაშა მაისურაძე წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.
უფლებადამცველი "პირველებს" უდასტურებს, რომ ტელეფონი, რომლითაც მაისურაძე კავშირზე დავით მიქაძესთან გავიდა და შემდეგ ადვოკატ გიორგი ბარდაველიძის მტკიცებით, მას სასაუბროდ გადასცა, უკვე დალუქულა.
გვიან ღამით კი 8 საათიანი გამოკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს გიორგი ბერიაშვილი - პირი, რომელმაც, ადვოკატ ბარდაველიძის განცხადებით, მიქაძის დაცვის წევრს, ლაშა მაისურაძეს შეახვედრა.
რა ხელშეშლაზეა საუბრი, როცა ლაშა მაისურაძეს ერთი ზედმეტი სიტყვა არ აქვს ჩემი კოლეგისთვის (საუბარია გიორგი ბარდაველიძეზე) ნათქვამი. იგი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და ყველა საგამოძიებო მოქმედებაში მიიღო მონაწილეობდა, რაც საგამოძიებო უწყებამ ჩაატარა. ლაშას ტელეფონი ამოღებულია.
აღნიშნული პიროვნება, რა თქმა უნდა, იყო დასაქმებული, აი დაცვაში მუშაობდა კონკრეტული პირის თუ სად, ჩემი აზრით, ამაზე შეფასება ჩემი მხრიდან გადამეტებული იქნება.
ჩვენი პოზიცია იქნება, რომ ლაშას არანაირი ხელშეშლა ჩემი კოლეგისთვის და ზოგადად, საადვოკატო საქმიანობისთვის არ განუხორციელებია.
(ბერიაშვილთან) საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, ჩხრეკა ჩატარდა მასთან სახლში, კანონსაწინააღმდეგო არაფერი ყოფილა ამოღებული და შემდეგ ის გაათავისუფლეს", - ამბობს ადვოკატი.
- იგივე სასჯელი ელის, თუ ბრალს წარუდგენენ დავით მიქაძესაც, ფარცხალაძის გარემოცვის წევრს, რომელსაც ადვოკატი გიორგი ბარდაველიძე მკვლელობის მუქარაში ადანაშაულებს. დავით მიქაძე "კანონიერი ქურდის" ძმის შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე უკვე ბრალდებულია. ის საქართველოში არ იმყოფება, დაკავბეულია მისი ძმა გიორგი მიქაძე.
გიორგი ბარდაველიძე, რომელიც ჯანგველაძის საქმის ფარგლებში დაკავებული სანდრო წივწივაძის ადვოკატი იყო, ამტკიცებს, რომ მას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულმა დავით მიქაძემ ჯერ შენიღბული დაცვის წევრი, ლაშა მაისურაძე მიუგზვანა, შემდეგ კი ტელეფონზე თავად ესაუბრა და მკვლელობით დაუმუქრა.
მიზეზი, უფლებადამცველის მტკიცებით სანდრო წივწივაძის შეცვლილი ჩვენება გახდა, რომელმაც საგამოძიებო უწყებას რამდენიმე დღის წინ ციხეში დაუდასტურა, რომ "გლოკის" ტიპის იარაღი, რომლითაც "კანონირი ქურდის" ძმა მოკლეს, მისგან მიქაძეების გარემოცვამ წაიღო.
ბარდაველიძემ გუშინ დაცვის წევრის წინაღმდეგ ჩვენება პოლიციას მისცა.
- ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.
ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.
მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.