ბურჭულაძის ახლო გარემოცვის გარდა, ხელბორკილები 28 წლის ქალსაც დაადეს - ახალი დეტალები

20.09.25 13:37
ბურჭულაძის ახლო გარემოცვის გარდა, ხელბორკილები 28 წლის ქალსაც დაადეს - ახალი დეტალები

ახალი დეტალები სიგარეტის უკანონო ბიზნესის საქმეზე - "პირველებმა" დაადგინა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის ახლო გარემოცვის გარდა, ხელბორკილები 28 წლის ქალსაც დაადეს. ის 1997 წელს დაბადებული მარიამ არჩევაშვილია, რომელსაც 3 პირთან ერთად პროკურატურამ ბრალი რამდენიმე წუთის წინ წარუდგინა.

არსებული ინფორმაციით, სწორედ არჩემაშვილი იყო იმ კომპანიის დირექტორი, რომელსაც საწარმო გორში ჰქონდა და სიგარეტის უკანონო ბიზნესით მილიონები იშოვეს.

დოკუმენტებით ირკვევა, რონმ 28 წლის ქალი ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის უახლოესი მეგობარია და მისი არაერთი კომპანიის ხელმძღვანელია. 

  • საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვის ფაქტებზე ოთხ პირს, რომელთა შორის ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა ვასილ მხეიძე და მისიდ აცვის წევრია ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

დაკავაბულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება და შენახვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები