პროტესტის მე-300 დღე - თბილისი მასშტაბური აქციისთვის ემზადება

20.09.25 15:08
პროტესტის მე-300 დღე - თბილისი მასშტაბური აქციისთვის ემზადება

პროტესტის მე-300 დღეს თბილისში მასშტაბური მარშებია ჩანიშნული. სამშაბათს, დედაქალაქი სხვადასხვა შინაარსის და დატვირთვის მქონე მსვლელობით იქნება მოცული. ქუჩებში გასვლას გეგმავენ სტუდენტები, ხელოვანები, აქტივისტები და სამსახურებიდან უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეებიც.  ასე აქტიურად იქნება წარმოდგენილი "მთა თავსიუფლებისთვის"

კულტურის და სხვადასხვადა სფეროს წარმომადგენლები 19:00 საათზე 300 არაგველის ძეგლთან შეიკრიბებიან და მსვლელობით წავლენ დედაქალაქის მთავარი გამზირისკენ. 

საქართველოს უახლესს ისტორიაში, ყველაზე გრძელი პროტესტის  მონაწილეები, გეგმავენ ივანიშვილს და მის პარტიას ქუჩიდან შეახსენონ რომ არც ხალხის ბრაზი წასულა არსად და არც მთავარი მოთხოვნები გამქრალა დღის წესრიგიდან.

300 დღის შესრულდა ჩვენი პროტესტი. უახლოეს ისტორიაში ასეთი ხანგრძლივი პროტესტი არ მახსენდება. 23 სექტემბერს ვიკრიბებით 300 არაგველის ძეგლთან, მოვიდვართ რუსთაველზე და აქ, ისე როგორც შეშვენის კულტურას, გთავაზობთ საინტერესო ღონისძიებების სერიას, ასევე გამოფენას, განსაკუთრებით აღსანიშნავია ფილმების ჩვენებაც, რომელცი რეჟიმის ტყვეებს ეძღვნება. მოვუწოდებ ყველას, რომ გამოვიდნენ ქუჩაში". - ამბობს ნინო ჟვანია.

 

მსგავსი სიახლეები