"4 ოქტომბერს რუსთაველზე ქუდზე კაცი დადგეს" - რეგიონებში მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან
რეგიონებში 4 ოქტომბრის მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან - ადგილობრივმა ოპოზიციურმა პარტიების ლიდერებმა და სამოქალაქო ატივისტებმა უკვე დაიწყეს სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები და საინფორმაცია კამპანია.
ცდილობენ ხალხს აუხსნან, რატომ არის მნიშვნელოვანი ოთხში, ოთხ საათზე თბილისის ცენტრში დგომა. საინფორმაციო შეხვედრები იმართება მაღალმთიან აჭარაშიც.
როგორც აჭარიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იტყობინება, სხვადასხვა ქუჩებში დღეს დილით ისევ გაჩნდა წარწერები - "მშვიდობიანი რევოლუცია, მოდი რუსთაველზე, თავისუფლება ხაბეს"
რეგიონებში, ბათუმში, გურიაში, სამეგრელოში, აქტიურ შეხვედრებს და კამპანიას ვიწყებთ იმისთვის, რომ 4 ოქტომბერს რუსთაველზე ქუდზე კაცი დადგეს და მოვიშოროთ ის სახადი, რაც რუსეთმა ბოლო 13 წელია დაუწესა ჩვენს ქვეყანას. სოფლებიდან, უბნებიდან, ქალაქებიდან, ემიგრაციიდან გვიერთდება უამრავი ადამიანი", - აცხადებს აქტივისტი".