უაქციზო სიგარეტის წარმოების სკანდალი - ბურჭულაძის დაცვის წევრმა ხელი ვასილ მხეიძეს დაადო

21.09.25 11:54
უაქციზო სიგარეტის წარმოების სკანდალი - ბურჭულაძის დაცვის წევრმა ხელი ვასილ მხეიძეს დაადო

უაქციოზო სიგარეტის შავი ბიზნესი - ჯუანშერ ბურჭულაძის დაცვის წევრმა ხელი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს დაადო. სასამართლო პროცესზე მან თქვა, რომ გორში მდებარე საწარმოს სწორედ მხეიძე კურირებდა. მისივე თქმით, ვასილ მხეიძის ბრძანებით ის საწარმოში არავის უშვებდა.

კომპანიას ხელმძღვანელობდა ვასილ მხეიძე და სიგარეტების გატანაც მის მითითებებზე ხდებოდა. მე უსაფრთხოების სამსახური მებარა. გორში მდებარე დაწესებულებაში მხოლოდ სამეთვალყურეო კამერებს ვუყურებდი. დიახ, ნამდვილად გიდასტურებთ, რომ კამერების მეშვეობით ვხედავდი, სიგარეტი რომ იწარმოებოდა. რამდენჯერმე ვიკითხე, რატომ არ ჰქონდა სიგარეტს აქციზი და მითხრეს, რომ დამზადებული სიგარეტი საზღვარგარეთ უნდა გაეტანათ და აქციზის საჭიროება არ იყო, - თქვა პროცესზე ნუგზარ საბაურაშვილმა. 

პროცესზე ჩვენება მისცა კიდევ ერთმა ბრალდებულმა მარიამ არჩემაშვილმა, რომელიც კომპანიის ოფიციალურ ფლობელად იყო გაფორმებლი. სხდომაზე არჩემაშვილი ამტკიცებდა, რომ ვასილ მხეიძე მისი ალო მეგობარია და კომპანიის ხელმძღვანელად სწორედ მისი თხოვნით გაფორმდა. ამასთან, 28 წლის ქალმა თქვა, რომ საქმის კურსში არ იყო, რომ კომპანია უკანონო საქმიანობას ეწეოდა. 

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დაკავებულ ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს, ბურჭულაძის პირადი დაცვის წევრს, ნუგზარ ცაბაურაშვილს, მარიამ არჩევაშვილსა და  ვიქტორ აბაიმოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს. 

ყველა მათგანს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებას და შენახვას ედავება. 

 

მსგავსი სიახლეები