"4 ოქტომბერს ყველანი რუსთაველზე" - ოპოზიცია და აქტივისტები რეგიონებში მოსახლეობას ხვდებიან

21.09.25 18:13
"4 ოქტომბერს ყველანი რუსთაველზე" - ოპოზიცია და აქტივისტები რეგიონებში მოსახლეობას ხვდებიან

„4 ოქტომბერს, 16:00 საათზე – ყველანი რუსთაველზე“ – ამ სლოგანით ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენლები რეგიონებში მოსახლეობას ხვდებიან. ამჯერად საინფორმაციო შეხვედრები გურიაში მიმდინარეობს.

ორგანიზატორების თქმით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი დიდი ეროვნული კრების მთავარი მიზანი არის საქართველოს გათავისუფლება „რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის გავლენისგან“.

აქტიურად დავიწყეთ კამპანია რეგიონებში. დღეს გურიაში მოვიარეთ და ძალიან კარგი განწყობებია. ეს განწყობები გამოიწვია იმან, რომ პირველად 13 წლის მანძილზე ივანიშვილმა, ფაქტობრივად, თავისი მარცხი აღიარა ლევან ხაბეიშვილის დაკავებით და ეს ხალხმა დაინახა. ლევანმა ხალხს დაანახა, რომ 4 ოქტომბერს ნამდვილად შეგვიძლია, რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ, - ამბობს ენმ-ს წევრი თათია ნიკოლაშვილი. 

ოზურგეთის საკრებულოს წევრი ბესო ქათამაძე ამბობს, რომ 4 ოქტომბრის აქცია ხალხის ძალის დღე იქნება, რომელიც უსამართლობის და ერთი კაცის მმართელობის წინააღმდეგ იქნება მიმართული.  

ჩვენს მოქალაქეებს ვურიგებთ მოსაწვევებს და ვეპატიჟებით ხალხის ძალის დღეზე, რომელიც 4 ოქტომბერს შედგება და ეს იქნება ძალმომრეობის და უსამართლობის წინააღმდეგ გამართული აქცია, რა დროსაც ჩვენ უნდა ვუთხრათ "არა" ერთი კაცის მმართველობას და დემოკრატიის უკუსვლას, - ამბობს ქათამაძე. 

ოპოზიციის თქმით, მსგავსი ტიპის აქციები სხვა რეგიონებშიც გაგრძედება. 

მსგავსი სიახლეები