დატბორილი სახლები, ეზოები და ქუჩები - სტიქია სამეგრელოში

21.09.25 20:56
დატბორილი სახლები, ეზოები და ქუჩები - სტიქია სამეგრელოში

დასავლეთ საქართველოში ორი დღის გადაუღებელმა წვიმამ სერიოზული ზიანი მიაყენა სამეგრელოს მუნიციპალიტეტებს. ყველაზე მძიმე ვითარებაა წალენჯიხაში, სადაც წყლით დაიფარა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები. ადგილობრივებს გაუნადგურდათ ტექნიკა და ავეჯი, ნაწილი კი ზამთრის მარაგის გარეშე დარჩა.

გარდაუვალი გახდა რამდენიმე ოჯახის ევაკუაციაც. მოსახლეობა პრობლემას ათვლის წერტილად ხუთი წლის წინ შეცდომით განხორციელებულ გზის პროექტს ასახელებს, რომლის შედეგადაც მდინარის მიმართულება შეიცვალა და ძლიერი წვიმების დროს ადიდებული წყალი ჯებირებს ვეღარ აკავებს.

სტიქიამ შეაფერხა მოძრაობა ცენტრალურ და შიდა გზებზე, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც მოსახლეობა მთელი ღამის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. წალენჯიხის მერია და საგანგებო სამსახურები გაწმენდით სამუშაოებს დღე-ღამის განმავლობაში აქტიურ რეჟიმში აწარმოებენ, ადგილზე მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალაა მობილიზებული.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები