ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - ვინ მიიყვანა პროკურატურამ დღეს გელა უძილაურის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად?

22.09.25 11:20
ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - ვინ მიიყვანა პროკურატურამ დღეს გელა უძილაურის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად?

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვა იწყება - საბრალდებო სკამზე გელა უძილაური ზის, ის სასმაართლო დაბრაზში რამდენიმე წუთის წინ შეიყვანეს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდება ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებს გამოიკვლევს.

პრპოკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, დღეს ბრალდების მხარე 14 მოწმეს გამოკითხავს, რომელთა შორისაც არიან ექსპერტები, გამომძებელები, რომლებმაც კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს და ასევე არის ის ტაქსის მძღოლი, რომელმაც უძილაური მკვლელობის შემდეგ ქარელში წაიყვანა.

"გამოკვლელული ყველა მტკიცებულებით კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ გელა უძლაურმა აჩაიდინა შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობა", - აცხადებს პროკურორი ლევან ვეფხვაძე. 

  • ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.

ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

 მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.

მსგავსი სიახლეები