რუსი აქტივისტი, რომელიც “ოცნების“ საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობდა, საქართველოში არ შემოუშვეს
რუსი აქტივისტი იაკოვ ბუშუევი, რომელიც “ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობდა, საქართველოში არ შემოუშვეს.
როგორც ბუშუევმა სოციალური ქსელ Instagram-ში დაწერა, ქვეყანაში შემოსვლაზე უარი, სტარდარტული ფორმულირებით „სხვა მიზეზით“ განუმარტეს.
„არ შემიშვეს საქართველოში, “სხვა მიზეზით“. როგორც მივხვდი საქართველო ახლა რუსეთის მოთხოვნებს ასრულებს - არ დაუშვას რუსი პოლიტიკური აქტივისტები. მე რამდენიმე მიტინგის ორგანიზებაში ვმონაწილეობდი, საქართველოში „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო აქციებზეც დავდიოდი,- დაწერა ბუშუევმა.
ბუშუევი საქართველოში სომხეთიდან „სადახლოს“ გამშვები პუნქტის გავლით ცდილობდა შემოსვლას.