"112-ში უნდა დაერეკა" - ლადო ბოჟაძე ლევან ჯობავას აკრიტიკებს იმის გამო, რომ მან იარაღიანი ტიტუშკა გაანეიტრალა
"ოცნების" წევრი აქტივისტ ლევან ჯობავას იმის გამო აკრიტიკებს, რომ მან აგრესიულ ტიტუშკას იარაღი წაართვა და გაანეიტრალა. საქმე ეხება ბესიკის ქუცაზე მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ტიტუშკები თავს საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს დაესხნენ.
ბოჟაძე ამტკიცებს, რომ ჯობავას თავად არ უნდა ემოქმედა და 112-ში უნდა დაერეკა. ამასთან, ივანიშვილის გუნდის წევრი აქტივისტს ირიბად ძალადობაშიც ადანაშაულებს.
ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხედავს კანნონდარღვევას, უნდა დარეკოს 112-ზე და პოლიციას მიუთითოს ქმედებისკენ. არავის აქვს უფლება, პოლიციის ნაცვლად იმოქმედოს, ვინმეს რამე წაართვას, თავპირი დაალეწოს, ათრიოს და თავისუფლება აღუკვეთოს. კადრები შეგიძლიათ, ნახოთ. თვითონ არ უნდა ემოქმედა, უნდა მიემართა პოლიციისთვის, - ამბობს ბოჟაძე.
ლევან ჯობავა, რომელმაც აქციაზე „ტიტუშკას“ იარაღი წაართვა, შესაძლოა დააკავონ. სამთავრობო მედიამ გაავრცელა კადრები, რომლებიც საზოგადოებას ოფიციალური ვერსიის საწინააღმდეგოს სთავაზობს.
შსს-ს ცნობით, დაკავებული არასრულწლოვანი გათავისუფლდა, რადგან მისი იარაღი ცეცხლსასროლი არ აღმოჩნდა. ჯობავას ადვოკატი ვარაუდობს, რომ საქმე, რომელსაც გამოძიება რამდენიმე მუხლით იძიებს, „დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო“ შეწყდება.