მარნეულში კაცი დაჭრეს
მარნეულში კაცი დაჭრეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, შემთხვევა გუშინ სოფელ ყიზილაჯლოში მოხდა. მოქალაქეს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული და ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.