კუპრაშვილი, კატები და ძაღლები - ანტიკორუფციული ბიურო დაფინანსების შესახებ ინფორმაციას ცხოველთა თავშესაფრებიდანაც ითხოვს
რაჟდენ კუპრაშვილის უწყებამ სამოქალაქო საზოგადოების დევნის და შევიწროვების ახალი სერია დაიწყო. 30-მდე ორგანიზაციისგან ანტიკორუფციულ ბიუროს გრანტების შესახებ ინფორმაციის მიღება სურს.
ანტიკორუფციული ორგანიზაციის შეფს აინტერესებს, ვინ რამდენს რიცხავს მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის საქველმოქმედო ფონდის ანგარიშზე და შემდეგ რას ხმარდება ეს თანხები.
კუპრაშვილს უნდა გაარკვიოს, ვისგან იღებს შემოწირულობას ხალხი, ვინც მიტოვებული კატებისა და ძაღლების გამოკვებაზე ზრუნავენ, აჭმევენ და ვეტერინარებთან, მათ შორის კასტრაციისთვის დაჰყავთ.
საოცრად სასაცილო სიტუაციაა, ანუ საქველმოქმედო ორგანიზაცია ვართ, ძირიტადი შემოსავალია ლარი, 2 ლარი, 3 ლარი, რომელსაც ხალხი უგზავნის მიუსაფარ ცხოველებს, რათა ჩვენ მოვახერხოთ მათი მკურნალობა, გადარჩენა და შემდეგ გაჩუქება. 2023 წელს დავწერეთ გრანტი, რომელიც მოვიგეთ, თითოეული თეთრი მოხმარდა იმას, რომ გავაკეთეთ სოციალური საწარმო, ამიგატო, სადაც მზადდება ფისოების ავეჯი, საიდანაც შემოსული მოგების 100 %-ი მიდის მიუსაფარ ფისოების სტერილიზაცია კასტრაციაში, - ამბობს კესო ბარამიძე.
ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებში ეჭვი არ ეპარებათ, რომ “ოცნების“ მიზანი დემოკრატიული ინსტიტუტების სრული ჩამოშლაა.