დაემორჩილებიან თუ არა ძალოვნები ხალხის წინააღმდეგ გაცემულ ბრძანებას?

22.09.25 20:13
დაემორჩილებიან თუ არა ძალოვნები ხალხის წინააღმდეგ გაცემულ ბრძანებას?

დაემორჩილებიან თუ არა ძალოვანები ხალხის წინააღმდეგ გაცემულ ბრძანებებს - ემიგრაციაში წასული, სამხედროების და სპეცრაზმელების საგანგებო მიმართვის ადრესატები მოქმედი ძალოვნები არიან. დადექით ხალხის მხარეს ეს არის, იმ ადამიანების მთავარი სათქმელი, ვინც სისტემა "ქართული ოცნების" პოლიტიკის გამო დატოვა. ომგამოვლილი ხალხი ფიქრობს, რომ უკანონო ბრძანებების გამცემ მეთაურებს რიგითები აღარ უნდა დაემორჩილონ. 

4 ოქტომბერის დიდი აქციის წინ, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინსიტროს თანამშრომლები სიტემაში დარჩენილებს სთხოვენ, გაიხადონ ფორმა და მოქალაქეების მხარეს გადავიდნენ, რადგან ეს არის ახლა სწორი არჩევანი. 

4 ოქტომბრის აქცია "ქართული ოცნებისთვის" მთავარ სადარდებლად იქცა. დღეს, კობახიძე დაემუქრა ყველას, რომ უფრო მკაცრად იმოქმედებენ ვიდრე მანამდე. ერთი კომენტარით "ოცნების" ლიდერმა დაადასტურა, რომ არ მოსწონდა გადამდგარი ძალოვნების მოქმედება და ახლა უფრო მეტი სჭირდება.  

სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლების მიმართვა, "ქართულ ოცნებისთვის" სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა, ფრაზა გაიხადეთ ფორმა კი დიდი დარტყმა, ამიტომ ომგამოვლილ ჯარისკაცებზე იერში საკუთარ თავზე შალვა პაპუაშვილმა აიღო. 

დეტალები ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები