დილით არჩევნებზე, საღამოს აქციაზე - არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების გზავნილი საზოგადოებას

22.09.25 20:20
დილით არჩევნებზე, საღამოს აქციაზე - არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიების გზავნილი საზოგადოებას

თბილისი მერობის კანდიდატი ფიქრობს, რომ "ქართული ოცნების" დამარცხება და ივანიშვილის მიერ მიტაცებული ძალაუფლების ხალხისთვის დაბრუნება მხოლოდ აქციებით შეუძლებელია. დილით არჩევნებზე, საღამოს აქციაზე  - ასე მოუწოდებს ამომრჩევლებს ირაკლი კუპრაძე. "ძლიერი საქართველოს" ლიდერის აზრით, 4 ოქტომბერს ყველა პოლიტიკურმა ძალამ, ყველა რესურსი უნდა გამოიყენოს. 

ირაკლი კუპრაძის ეს განცხადება "ქართლ ოცნებაში" დღეს მსჯელობის საგანი გახდა, გიორგი ვოლსკი ამბობს, ეს გეგმა მანამდეც არსებობდა და ოთხივე ბარიერგადალახული პარტია ერთი სტრატეგიით მოქმედებს. 

"ქართლი ოცნება" ამტკიცებს, რომ ოპოზიციამ სპექტაკლი დადგა და ორ ფლანგად განზრახ გაიყვნენ. დაპირისპირება არჩევნებში მონაწილე და ბოიკოტის მომხრე პარტიებს შორის კი გამოგონილია და ეს მხოლოდ პოლიტიკური სვლაა. 

"ძლიერ საქართველოში" ფიქრობენ, რომ ვინც 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებზე არ მივაა ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე დაასხამს წყალს. ხალხმა ყველა გზა უნდა სცადოს, დილით არჩევნების გზით უთხრას არა "ქართლ ოცნებას", საღამოს კი ხალხის დიდი პროტესტის დღეს ქუჩაში გავიდეს. 

დეტალები ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები