ლევან ჯანგველაძის საქმე - რის თქმას აპირებს დაქირავებული მკვლელი

22.09.25 20:31
ლევან ჯანგველაძის საქმე - რის თქმას აპირებს დაქირავებული მკვლელი

ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ქილერი დუმილის დარღვევას აანონსებს. 7-თვიანი დუმილის შემდეგ, ყოფილი სპეცრაზმელის ადვოკატმა პირველად თქვა, რომ უვადო მუხლით დაკავებული კაცი ჩვენების მიცემას აპირებს. ეს, სავარაუდოდ, მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მიხვდა, რომ თავისუფლების და ხელშეუხებლობის გარანტიები მკვლელობის ორგანიზატორებისგან ცრუ აღმოჩნდა.

დღევანდელ პროცესზე აქამდე საიდუმლო ამბებს აეხადა ფარდა, ირკვევა, რომ მკვლელობის შემდეგ შიდა ქართლში გაქცეულ გელა უძილაურს ქარელის გზაზე გიორგი ჯოხაძე უნდა დახვედროდა, სწორედ ის უნდა დახმარებოდა უძილაურს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლაში, თუმცა გადააგდეს და კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის შემდეგ უძილაურის სატელეფონო ზარებსაც აღარ უპასუხეს. 

უძილაური წლების განმავლობაში გიორგი ჯოხაძის სანდო პირი იყო, მის პირად დაცვაში მუშაობდა და მოპოვებული მტკიცებულებებით ჯანგველაძის მკვლელობის იარაღი ქილერს სწორედ ჯოხაძემ გადასცა. გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებისთვის ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

დღეს კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის საქმეზე 8 მოწმე დაიკითხა. მათ შორის იყო გელა უძილაურის ბავშვობის მეგობარი. გაირკვა რომ მას შემდეგ, რაც ქილერი დამკვეთებმა გადააგდეს და მიატოვეს ის ღამის გასათენებელს ეძებდა, სწორედ ამ მიზნით მიაკითხა ძველ მეგობარს "ხინკლის სახლში" და დარჩენა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო, დღეს დაიკითხა ტაქსის მძღოლიც, რომელმაც გელა უძილაური სასტუმრო "ამბასადორიდან" ვარკეთილში წაიყვანა. მისი ჩვენებით დადასტურდა, რომ ქილერი მარტო არ მოქმედებდა.

დეტალები ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები