პაპუაშვილს მიხეილ სააკაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი ერთმანეთში აერია (ვიდეო)

27.09.25 11:19
პაპუაშვილს მიხეილ სააკაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი ერთმანეთში აერია (ვიდეო)

 

 

შალვა პაპუაშვილს მიხეილ სააკაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი ერთმანეთში აერია - დღეს სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალზე მისული "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარეს "პირველებმა" ჰკითხა,   რატომ არ ახსენა მიხეილ ყაველაშვილმა რუსეთი, როგორც ოკუპანტი, გაეროში სიტყვით გამოსვლისას, რაზე საპასუხოდაც, შალვა პაპუაშვილმა თქვა:

პაპუაშვილი: თქვენი პრეზიდენტი არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი? ანუ არ ხართ ამ ქვეყნის შვილი.

 "ტვ პირველის" ჟურნალისტი: - მიხეილ სააკაშვილი არ არის ბატონო შალვა ქვეყნსი პრეზიდენტი.

შალვა პაპუაშვილი: კი ბატონო, ყაველაშვილი.