მოზარდების გატაცება საოკუპაციო ხაზიდან - ბავშვები გორის საამართველოში მშობლების თანდასწრებით იკითხებიან
ოთხი არასრულწლოვანი, რომლებიც რუსი ოკუპანტების ტყვეობაში დაახლოებით სამი საათი იმყოფებოდნენ, ამ დროისთვის გორის სამმართველოშია მიყვანილი. ისინი მშობლების თანდასწრებით იკითხებიან.
ბავშვების მშობლების "პირველებს" მომხდარის შესახებ უყვებიან. ამბობენ, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ბავშვები სათამაშოდ იმყოფებოდნენ და ტერიტორიაზე რუსული ნომრიანი ავტომობილი გამოჩნდა. ორმა მათგანმა გაქცევა მოახერხა, ხოლო დანარჩენი ოთხი რუსმა სამხედროებმა დააკავეს.
სათამაშოდ იყვნენ ბავშვები და მანქანა მივიდა და დააკავეს, რა. დაახლოებით 2-3 საათი ჰყავდათ. საოკუპაციო ხაზზე არიან დაკავებულები. 6 იყო, ორი გამოიქცა და ოთხი დარჩა, - ამბობს ერთ-ერთი ბავშვის მშობელი ბესო სიდამონიძე.
შეგახსენებთ, რომ ქარელის რაიონის, სოფელ თამარაშენიდან, საოკუპაციო ხაზიდან ოკუპანტებმა 4 არასრულწლოვანი გაიტაცეს. შემთხვევა 27 სექტემბერს მოხდა. სუსმა იმავე დღეს განაცხადა, რომ არასწრულწლოვნები უკვე მათთან იყვნენ.