გამოაქვეყნოს მტკიცებულებები - ლევან მურუსიძე სკანდალურ ბრალდებებს პასუხობს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ლევან მურუსიძე ბესო ალავიძის სკანდალური ბრალდებების შემდეგ, ყოფილი მოსამართლისგან მტკიცებულებების გამოქვეყნებას ითხოვს.
მურუსიძე "პირველებისთვის" მიცემელ ინტერვიუში ირწმუნება, რომ უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე იტყუება და ალავიძისთვის არც "ქურდული გარჩევები" მოუწყვია ვინმეს და არც დამუქრებია.
ერთი ღერი თმა არ ჩამოვარდნია ალავიძეს - ამბობს მურუსიძე
მე დარწმუნებული ვარ, თქვენ თვითონაც არ გჯერათ, რასაც ალავიძე ამბობს. იმის შემდეგ ბესო ალავიძე დადიოდა თბილისში თავისუფლად. შესაბამისად ერთი ღერი თმას მას არ ჩამოვარდნია. სამი წლის წინაც თქვა ეს (რომ ვემუქრებოდით თვინის გასმევინებით). როდესაც ის აღარ დაინიშნა უზენაესის მოსამართლედ, ამაზე განაწყენდა და დაიწყო ეს პროცედურები. თუ აქვს, თხარით, რომ გამოქვეყნოს ეს მტკიცებულებები", - აცხადებს ლევან მურუსიძე.
უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ამბობს, რომ რეზონანსულ საქმეებზე მოსამართლეებს გადაწყვეტილებებს წინასწარ კარნახობდნენ და თუ ვინმე ინსტრუქციებს არ მიიღებდა, ტერორში ჰყავდათ და დაჭერით ემუქრებოდნენ.
ერთ-ერთი ასეთ მაგალითად ალავიძე რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ირგვლივ არსებულ დავას ასახელებს. მისი თქმით, სწორედ ამ საქმის ფარგლებში დაიბარეს ის მურუსიძემ, ჩინჩალაძემ, ვალერი ცერცვაძემ და ვასილ როინიშვილმა კაფეში, სადაც მისი თქმით, "ქურდული გარჩევა მოუწყვეს".
ალავიძე ჩვენებაში ყვება, რომ იმდენად დიდი იყო მასზე ზეწოლა, რომ თვითმკვლელობაზეც კი ფიქრობდა.
ასევე ნახეთ :
- როგორ აიძულებდა ივანიშვილი მოსამართლეებს სასურველი გადაწყვეტილების მიღებას - ყოფილი მოსამართლის სკანდალური განცხადება
- ლევან მურუსიძე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ივანიშვილის მოთხოვნით დანიშნეს - ყოფილი მოსამართლე
- ივანიშვილის ადვოკატმა მითხრა, რომ ეროსი [კიწმარიშვილი] მოკლეს - ყოფილი მოსამართლე
- "სუს-მა მოსამართლეები ოთახში ჩაგვკეტა" - ყოფილი მოსამართლე ყვება, როგორ "შეიკერა" "რუსთავი 2-ის" საქმე