ნუ მომიშლით ნერვებს! - პირველი ინტერვიუ ნინო გვენეტაძესთან მისი მისამართით გაჟღერებული სკანდალური ბრალდებების შემდეგ

03.10.25 13:12
ნუ მომიშლით ნერვებს! - პირველი ინტერვიუ ნინო გვენეტაძესთან მისი მისამართით გაჟღერებული სკანდალური ბრალდებების შემდეგ

 

 

ნუ მომიშლით ნერვებს! - ასე პასუხობს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე მის მიმართ გაჟღერებულ სკანდალურ ბრალდებებს. 

ბესო ალავიძის განცხადებების შემდეგ, "პირველებმა" ნინო გვენეტაძესთან პირველი ინტერვიუ ჩაწერა.

  • ალავიძის მტკიცებით, ნინო გვენეტაძე პირადად მიდიოდა ივანიშვილთან და მისი ბრძანებები მოსამართლეებამდე მიჰქონდა.

გვენეტაძე ირწმუნება, რომ ივანიშვილი ცხვორებაში ერთადერთხელ ჰყავს ნანახი და ამტკიცებს, რომ არც "რუსთავი 2"-ის საქმესთან აქვს რაიმე საერთო. 

კარგით რა, ამაზე არასდროს შემაწუხოთ! [ბიძინა] ივანიშვილს ერთადერთხელ ვარ შენახვედრი... ახლა გინდათ, რომ ეს დღეს, დასვენების დღე რომაა, ნერვები ამიშალოთ? არ მაინტერესებს არაფერი, მინდა, მშვიდად გადავიტანო ეს დასვენების დღე.  რას ლაპარაკობთ [არ ვიღებდი მითითებეს ივანშვილისგან] ბესო ალავიძეს ჰკითეთ, იტყუება თუ არა. წყნარად იყავით და ნუ მომიშლით ნერვებს. რა "რუსთავი 2"-ის საქმე, რა ალავიძე", - ამბობს ნინო გვენეტაძე. 

ბესარიონ ალავიძის ნაამბობით, ნინო გვენეტაძემ ის "რუსთავი 2"-ის საქმეზე დაიბარა - "გვენეტაძემ დაიწყო ტირილი, მთხოვეო რასაც გინდა იმას შეგისრულებო, იქნება დაუშვებლობის განჩინებას მოაწერო ხელიო. მართლა ტიროდა, მე აქ დამნიშნეს იმის გამო, რომ ეს საქმე გამეკეთებინაო".

ასევე ნახეთ :

სკანდალური ჩვენებსი გამოქვეყნების შემდეგ უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" ისაუბრა და  განაცხადა, რომ მას აქვს ჩანაწერი რომელშიც ასახულია, როგორ "ურჩევს საქმეებს" სასამართლოს გავლენიანი გარემოცვა მოსამართლეებს.