ათონელის რეზიდენციასთან, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს "ტვ პირრელის" ოპერატორი დაშავდა

04.10.25 19:49
ათონელის რეზიდენციასთან, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს "ტვ პირრელის" ოპერატორი დაშავდა

ათონელის რეზიდენციასთან პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს "ტვ პირველის" ოეპრატორი, ნიკო კოკაია დაშავდა. ოპერატორი შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც სპეცდანიშნულების რაზმის დანაყოფებმა გაზის კაფსულები გაისროლეს. "ტვ პრირველის" გადამღები ჯგუფის წევრს ამ წუთებში, სასწრაფო დახმარებსი ექიმები პირველად დახმარება უწევენ. 

ორბელიანის მოედანზე აქციის მონაწილეებსა და საპოლიციო ძალებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო.

სპეციალური რაზმის წარმომადგენლები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იყენებენ ე.წ. წიწაკის სპრეის, ადგილზე გამოიყენეს წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულაც.

სიტუაცია ადგილზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც რამდენიმე მოქალაქემ პრეზიდენტის სასახლესთან არსებული ღობე გაარღვიეს.

ფოტო: პუბლიკა

მსგავსი სიახლეები