მოსამართლე ნანა შამათავამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 5 პირი პატიმრობაში გაუშვა
4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული კიდევ ხუთი პირი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ გამოაცხადა.
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ: ბექა მაჭავარიანს, ვახტანგ ფიცხელაურს, მანუჩარ მიქელაძეს, ალექსანდრე ხაბეიშვილს და სერგო მეგრელიშვილს.
სახელმწიფო ბრალდება ხუთივეს მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.
- ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში 35 ადამიანია დაკავებული.
დღეს 4 ოქტომბრის საქმეზე ასევე წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს თორნიკე მჭედლიშვილი, აბო ნავერიანი, ევა შაშვიაშვილი და დავით სტურუა - გადაწყვეტიულება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა გამოაცხადა.
ასევე, დღეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ: ალექსანდრე გოგოლაძეს, დავით ჟღენტს, გიორგი რურუას და კახაბერ მჟავანაძეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქსტურაშვილმა გამოაცხადა.