აკადემიკოს გოგი ჩახუნაშვილის მიმართვა "ოცნებას"
როცა ხალხი ითხოვს მთავრობის გამოცვლას, უნდა ჩანიშნოთ ახალი არჩევნები - ამ სიტყვებით მიმართავს პატიმრობიდან გათავისუფლებული აკადემიკოსი, გოგი ჩახუნაშვილი "ოცნებას".
როგორც ექიმი "პირველებთან" ამბობს, ახლა საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლის და ოპოზიციური პარტიების ერთად დგომაა აუცილებელი, რათა ბრძოლა ბოლომდე მივიდეს.
ევროპული მიმართულების ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, როგორც ეტყობა დღეს ეს ბევრი არ არის, ამიტომ თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ და ეს უნდა მოითხოვოს საზოგადოებამ. როგორც საზოგადოების დამსახურებაა, რადიო პრესა, ექიმები, საზოგადოების ყველა წევრი, უნდა მოვითხოვოთ, რომ საზოგადოების ეს მიმართულებები, პარტიები დადგნენ ერთად, იგივე ქოცებიც, 300 ათასი, თუ 200 ათასი ხომ დარჩება. ჩვენ თუ ვისწავლეთ ის, რომ ისინი 200 ათასი არიან, ჩვენ მილიონნახევარი ვართ, ეს წრე ხომ უნდა დაირღვეს. მივმართავ მთავრობას, შეეგუეთ იმას, რომ ნახევარი მილიონი კაცია თუ 200 ათასი, იმათ ხომ არ უნდათ ისე, როგორც დღეს არის, ანუ ითხოვს მთავრობის გამოცვლას, ამიტომ უნდა დაინიშნოს არჩევნები ისე როგორც ეს საზოგადოებას უნდა", - განაცხადა ექიმმა.
შეგახსენებთ, რომ აკადემიკოსი გუშინწინ დააკავეს. მანამდე ექიმის სახლში კრიმპოლის წარმომადგენლები მივიდნენ და სახლის ჩხრეკას აწარმოებდნენ.
სასამართლო პროცესზე ექიმმა განაცხადა, რომ აქციაზე სამედიცინო მოვალეობას ასრულებდა და მოქალაქეებს პირველად დახმარებას უწევდა.
აკადემიკოს, გიორგი ჩახუნაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. ოჯახმა და მოქალაქეებმა გირაოს თანხა დაახლოებით 1 საათში შეაგროვეს.