უძილაურმა ჯანგველაძის მკვლელობა პირდაპირ სასამართლო დარბაზში აღიარა - რის გამო გაიმეტა ბრალდებულმა "კანონიერი ქურდის" ძმა

13.10.25 14:48
უძილაურმა ჯანგველაძის მკვლელობა პირდაპირ სასამართლო დარბაზში აღიარა - რის გამო გაიმეტა ბრალდებულმა "კანონიერი ქურდის" ძმა

 

 

გელა უძილაურმა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა პირდაპირ სასამართლო დარბაზში აღიარა - "კანონიერი "ქურდის" ძმის მკვლელობაში ბრალდებული ირწმუნება, რომ ქართველ ბიზნესმენს შეურაცხყოფა ვერ აპატია.

  • ჯანგველაძის ჩვენების მიხედვით, მან 2022 წელს უკრაინაში ბრძოლისას გაიცნო ვინმე სერგეი ბონდარენკო, რომელსაც ბიტკოინების ქარხანა ქართველმა "კრიმინალებმა წაართვეს" - "ასახელებდნენ ჯანგველაძეებს".
  • ამის შემდეგ, როგორც უძილაური ამტკიცებს, ის და ბონდარენკო შეხვდნენ ჯანგველაძეების წარმომადგენლებს, რომლებიც ცუდად მოექცნენ - "გასაზიზღრებული დაგვტოვეს", ასევე მისი თქმით, საუბარი სკაიპით შედგა თავად ჯანგელაძესთან, რომელმაც უძილაურის მტკიცებით, მას "თითები უქნიადა უთხრა, "შენ მოგაქცევენ ყურადღებასო”
  • მკვლელობაში ბრალდებულის თქმით, ამის შემდეგ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და ლევან ჯანგველაძესთან შეხვედრა მოინდომა - "ჯანგველაძისთვის მინდოდა მეთქვა, მინდა დავიჯერო, რომ შენი ბანდის წევრებისთვის ეგ მითითება შენ არ მიგიციათქო".
  • უძილაურმა სასამართლოს უთხრა, რომ ჯანგველაძის თბილისში ჩამოსვლის შესახებ ინფორმირებული იყო და ისიც იცოდა, გარდაცვლილი მეგობრის სამძიმარზე რომ უნდა მისულიყო, ასევე ადასტურებს, რომ თან იარაღი მართლაც ჰქონდა.

რაც შეეხება უშუალოდ საბედისწრეო დღეს, უძილაური ამბობს, რომ ჭავჭავაძის გამზირზე, ვინმე სვეტასთან ჩაშლილი პაემნის შემდეგ აღმოჩნდა. ბრალდებულის თქმით, კახა ძანძავასთან ერთად მყოფმა უძილაურმა მას მისამართი ჰკითხა, ამის შემდეგ კი ყურება დაუწყო -  "ზუსტად ისეთი თვალებით მიყურებდა როცა სკაიპში რომ მითხრა “შენ მოგაქცევენ ყურადღებასო” და თავი ვეღარ გავაკონტროლე".

მკვლელობაში ბრალდებული სასამართლოს უმტკიცებდა, რომ ჯანგველაძე ხელში ეგონა დაჭრილი, მაშინ როცა გამოძიების ვერსიით, უძილაურმა რამდენიმე გასროლა განახორციელა და წესით მისი პროფესიიდან გამომდინარე, კარგად უნდა სცოდნოდა, თუ რა სახის ჭრილობები მიაყენა გარდაცვლის. 

უძილაურმა დღეს ჩვენების მიცემისას ბრალდებული პირებიდან მხოლდო გიორგი ჯოხაძის სახელი და გვარი დაასახელა, ისიც მხოლოდ ასეთ კონტექსტში - "ადამიანებს რომ რაღაც უბედურება დაემართება ხო ვიცით ვიღაცასთან დარეკვა".

თავიდან ეს საქმე რომ მოხდა თავიდანვე გაჩნდა ეჭვი, რომ ეს უნდა ყოფილიყო შეკვეთილი მკვლელობა. ბუნებაში რაც არ მომხდარა, იმის დადასტურება შეუძლებელი იქნებოდა. მეც ვფიქრობდი ბოლოში მიმეცა ჩვენება.

2022 წელს ვიყავი უკრაინაში, სადაც გავიცანი და დავმეგობრდი სერგეი ბონდარენკოსთან, რომელსაც ჰქონდა ბიტკოინების ქარხანა რომელიც ქართველმა კრიმინალებმა წაართვეს, ასახელებდნენ ჯანგველაძეებს. მე ვკითხე სერგეის თუ შეეძლო რომ დავეკონტაქტებინე ლევან ჯანგველაძესთან და სკაიპით ვეისაუბრე. დაგვითქვეს შეხვედრის ადგილი და ძალიან ცუდად მოგვექცნენ, გასაზიზღრებული დაგვტოვეს. მაინტერესებდა ლევანის პიროვნება, მაგრამ მასზე სულ კარგი მესმოდა. და მიკვირდა იმიტომ რომ მე უზომოდ შეურაცხყოფილი ვიყავი.

ადამიანი ძაღლს რომ ჯოხს დაარტყამს, იმასაც აქვს ღირსება და მეც ხო ადამიანი ვარ და შეურაცხყოფილი ვიყავი. ვიცოდი რომ ლევანი იშვიათად ჩამოდიოდამ მაგრამ ისიც ვიცოდი  სად ცხოვრობდა. დალაპარაკება მინდოდა, ჩემს ადგილზე ეს ყველას მოუნდებოდა. დალაპარაკების ფორმას ვფიქრობდი, რომ მეთქვა როგორც შენ მოგცექეცი მაგის საჭიროებას არ წარმოედგანდათქო, მინდა დავიჯერო რომ შენი ბანდის წევრებისთვის ეგ მითითება შენ არ მიგიციათქო, კონფლიქტს მასთან არ ვაპირებდი.

13 მარტს მქონდა საუბარი სერგეისთან, რომელმაც მითხრა, რომ ლევანს დაეღუპა ახლო მეგობარი. მეც ვიფიქრე რომ ლევანი შეიძლება ჩამოსულიყო, ვთხოვე სერგეის გარდაცვლილის სახელის გაგება და პანაშვიდის მისამართიც მითხრა. 13 მარტს ვნახე მე ეგ მისამართი. ვიცოდი რომ დასაფლავება შაბათს იყო და ვიფიქრე რომ ლევანს ვნახავდი. პარასკევს საღამოს 6 საათზე გამოვედი სახლიდან კლასიკური ჩასაცმელი მქონდა, ხელი მეჭირა რაიონში წასაღებად ცელოფანი და მქონდა იარაღი, რომელიც გარდაცვლილმა მეგობარმა მაჩუქა, რომლის წაღებაც მინდოდა რაიონში.

მაგ დღეს უკრაინელი გოგო უნდა მენახა პროგრამისტი სვეტა, გვარი არ მახსოვს, მასთან შესახვედრად მივედი უნივერსიტეტის ქუჩაზე, მითხრა ბაგებში ვარო. გოგოს სანახავად მივდიოდი და ქურთუკი გავიხადე ცელოფანში ჩავდე და იქვე დავტოვე. სავოლოოდ ვერც სვეტას შვხვდი, ვეღარც რაიონში წავედი და მივედი ჭავჭავაძეზე იქნებ დღეს მოვიდეს ლევან ჯანგველაძეთქო. რთული მოსაყოლია ეს ყველაფერი. გზაზე ფეხით ვიარე, ავტობუსითაც ვიმგზავრე ტაქსითაც და მივედი სადაც ეს უბედური ამბავი მოხდა

ლევანმა მისამართი მკითხა, არ ვიცითქო, ხმაზე ვიცანი და ავღელდი. იქვე მინდოდა მეთქვა რომ რაც გაგვიკეთე მაგის საჭიროება არ იყოთქო, მაგრამ აღელვებული ვიყავი და კონფლიქტში რომ არ შევსულიყავი მოვიცადე, სანამ პანაშვიდიდან ჩამოვა თავს დავიწყნარებთქო. რომ ჩამოვიდა თან ახლდა მეორე პირიც. ავდექი ფეხზე  და იმ წუთში ვფიქრობდი, ამ ფორმით არ მინდოდა ლევანთან მისვლა რომ შენ ერთი წუთით… ლევანმა თითქოს რაღაც ჩაილაპარაკა, თითქოს ვეცნე და იქნებ გამომელაპარაკოსთქო. რომ გამოიარა შემომხედა მაგრამ არ გაჩერდა და წავედი ლევანის მიმართულებით. შემოტრიალდა ეგეც და ძანძავაც და გზა გააგრძელეს. დაძახებას ვაპირებდი უკვე და რესკად შემოტრიალდა და შემომხედა, მაგრად დავიძაბე, მე ხო სისასტიკე ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი და წამში ვიფიქრე რო ახლა იარაღს ამოიღებსთქო. ზუსტად ისეთი თვალებით მიყურებდა როცა სკაიპში რომ მითხრა “შენ მოგაქცევენ ყურადღებასო” და თავი ვეღარ გავაკონტროლე.

მეგონა ხელში დავჭრიდი, მონასტერში რომ ავედი ვფიქრობდი იქნებ სასწრაფო მალე მივიდა და გადაარჩინათქო. ვფიქრობდი პოლიციას ჩავბარებოდი. რომ ჩამოვედი სასტუმროში შევიარე რადგან ლევანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მაინტერესებდა და იქ გავიგე რაც მოხდა. მერე კიდე ვცდილობდი იმ სვეტას ნახვას.

თან მინდოდა გიორგი ჯოხაძესთან დარეკვა, იმიტომ რომ ადამიანებს რომ რაღაც უბედურება დაემართება ხო ვიცით ვიღაცასთან დარეკვა", - განაცხადა უძილაურმა. 

ასევე ნახეთ:  

ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.

  • ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

 მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.

მსგავსი სიახლეები