ვინ არის სვეტა, ვისზეც უძილაური ამტკიცებს, რომ ჭავჭავაძის გამზირზე სწორედ მასთან ჩაშლილი პაემნის შემდეგ აღმოჩნდა?
ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული, გელა უძილაური ამტკიციებს, რომ 14 მარტს მკვლელობის ადგილას, ჭავჭავაძის გამზირზე ვინმე უკრაინელ სვეტასთან ჩაშლილი პაემნის შემდეგ აღმოჩნდა.
უძილაურმა სასამართლოზე თქვა, რომ "უკრაინელი სვეტა" პროგრამისტია. ასევე თქვა, რომ ჯანგველაძის მკვლელობამდე, სვეტას ემესიჯებოდა ტელეფონზე და სწორედ ეს ჩანს ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ კამერის ჩანაწერებში, რაც საქმის მასალებში დევს.
ახლა საინტერესოა, რატომ მიდიოდა პაემანზე უძილაური იარაღით, რომლითაც შემდეგ "კანონიერი ქურდის" ძმა მოკლა.
მაგ დღეს უკრაინელი გოგო უნდა მენახა პროგრამისტი სვეტა, გვარი არ მახსოვს, მასთან შესახვედრად მივედი უნივერსიტეტის ქუჩაზე, მითხრა ბაგებში ვარო. გოგოს სანახავად მივდიოდი და ქურთუკი გავიხადე ცელოფანში ჩავდე და იქვე დავტოვე. საბოლოოდ ვერც სვეტას შვხვდი, ვეღარც რაიონში წავედი და მივედი ჭავჭავაძეზე იქნებ დღეს მოვიდეს ლევან ჯანგველაძეთქო. რთული მოსაყოლია ეს ყველაფერი. გზაზე ფეხით ვიარე, ავტობუსითაც ვიმგზავრე ტაქსითაც და მივედი სადაც ეს უბედური ამბავი მოხდა.", - განაცხადა უძლაურმა
ასევე ნახეთ:
- ვინ არის სვეტა, ვისზეც უძილაური ამტკიცებს, რომ ჭავჭავაძის გამზირზე სწორედ მასთან ჩაშლილი პაემნის შემდეგ აღმოჩნდა?
- ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - გელა უძილაურმა დუმილი დაარღვია
- უძილაურმა ჯანგველაძის მკვლელობა პირდაპირ სასამართლო დარბაზში აღიარა - რის გამო გაიმეტა ბრალდებულმა "კანონიერი ქურდის" ძმა
ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.
- ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.
მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.