გელა უძილაური იმ პირის ვინაობას ასახელებს, რომელმაც მისი მტკიცებით მკვლელობის იარაღი აჩუქა

13.10.25 15:53
გელა უძილაური იმ პირის ვინაობას ასახელებს, რომელმაც მისი მტკიცებით მკვლელობის იარაღი აჩუქა

ლევან ჯანგველაძის მკვლეობის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა - დღეს სასამართლოს ჩვენება მისცა "კანონიერი ქურდის" ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა გელა უძილაურმა და დანაშაული აღიარა. 

უძილაურმა ცოტა ხნის წინ ადვოკატის კითხვებს უპასუხა. ბრალდებულმა მკვლელობის ფიგურანტ ძმებ - დავით და გიორგი მიქაძეებთან კავშირი უარყო და ირწმუნებოდა, რომ მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

როგორც პროცესიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, კითხვები შეეხებოდა დანაშაულის იარაღსაც, რომლიდანაც უძილაურმა "კანონიერი ქურდის" ძმის მისამართით რამდენიმე გასროლა განახორციელა.

ბრალდებული ირწმუნება, რომ დანაშაულის იარაღი მისმა მეგობარმა, ვალერი თანიაშვილმა მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე აჩუქა. თანიაშვილი უკვე გარდაცვლილია.

  • საქმის მასალების მიხედვით, იარაღი, რომლითაც უძილაურმა ჯანგველაძეს ესროლა, დაკავებულ სანდრო წივწივძეს სხვა ირაღებთან ერთად სავარაუდოდ ძმებმა მიქაძეებმა მოპარეს და სწორედ მათ სეიფში ინახებოდა. წივწივაძე შეცვლილ ჩვენებაში ყვება, რომ მას დავით მიქაძემ დაუდასტურა, რომ იარაღები სწორედ მასთან ინახებდაო. 

უძლაურმა ასევე დღეს თქვა, ჩხრეკისას ამოღებული 17 ათასი მისი დანაზოგი იყო. 

ადვოკატი: მიქაძეებთან შეხება თუ გქონიათ? 
ბრალდებული: არა, არანაირი. ეგენი იყვნენ გიორგი ჯოხაძის მეგობრები და მე შეხება არ მქონია, მე არც მაგის პირად შეხვედრებს ვესწრებოდი. მე და გიორგის ძაან ჩაკეტილი ურთიერთობა გვქონდა, არც ვიცი ვის ხვდებოდა ვის არა...
ადვოკატი: ხელფასს როგორ გაძლევდა?
ბრალდებული: მირიცხავდა.
ადვოკატი: რამდენი გქონდათ თუ საიდუმლო არ არის?
ბრალდებული: დაახლოებით 5500 ლარი. 

მოსამართლე: ის იარაღი ვინ გაჩუქათ?
ბრალდებული: ვალერი თანიაშვილმა, მეგობარმა. დაიღუპა. 2021-ში...
მოსამართლე: ანუ გარდაცვალების წინა დღეებში გაჩუქათ?
ბრალდებული: დიახ

ასევე ნახეთ:  

ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.

 

მსგავსი სიახლეები