ვინმე სვეტას ნომერი მაინც იცით? - პროკურორი გელა უძილაურს

13.10.25 16:17
ვინმე სვეტას ნომერი მაინც იცით? - პროკურორი გელა უძილაურს

ვინმე სვეტას ნომერი მაინც იცით? - ამ კითხვით მიმართა ლევან ჯანგველაძის მვკლელობაში ბრალდებულს, გელა უძლაურს საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ. ამ წუთებში, დაკავებულს სწორედ სახელმწიფო ბრალდება უსვამს კითხვებს

პროკურორმა უძილაურს უთხრა, რომ ვერც "სვეტას" გადაამოწმებენ და ვერც მეგობარ ვალერი თანიაშვილს, რომელმაც უძილაურის მტკიცებით, მას იარაღი აჩუქა, რადგან თანიაშვილი გარდაცვლილია. 

ლევან ვეფხვაძემ ბრალდებულს ჰკითხა  სასტუმრო "თბილისი თაუერიდან" დუშეთში, კერძოდ წითელსოფელში ხომ არ წასულხა, სადაც მკვლელობის კიდევ ერთ-ერთი ფიგურანტი, გიორგი ჯოხაძე იყო?
ამ კითხვას გელა უძლაურმა შემდეგი პასუხი გასცა: შეიძლება, არ მახსოვს.

პროკურორი: ვერც იარაღის მფლობელს გადავამოწმებთ, რომელიც გარდაცვლილია, ვერც ვინმე სვეტას რომლის გვარიც არ იცით, ნომერი მაინც იცით?
გელა-სვეტას ნომერი დაკარგულ ტელეფონში მეწერა. 
პროკურორი: ერთი ნომერი გქონდათ?
გელა-16 წელი მქონდა ერთი ნომერი.

პროკურორი: რატომ წახვედით საბერძნეთში?
გელა- სამუშაოდ. მაგრამ უკან დავბრუნდი არ დამხვდა ის რაც უნდა ყოფილიყო.
პროკირორი: ვისთან მიდიოდით საბერძნეთში, ათენში.
გელა- სარემონტო სამუშაოზე საბერძნეთში გავიგე უბანში მცხოვრებისგან, სომეხი გარიკა, გვარი არ ვიცი ხელოსანია 10 წელია ვიცნობ.

პროკურორი:თბილისი თაუერიდან დუშეთში წითელსოფელში ხომ არ წასულხართ, იქ სადაც ასევე გიორგი ჯოხაძე იყო?
გელა- შეიძლება, არ მახსოვს.

ასევე ნახეთ:  

ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.

  • ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

 მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.

მსგავსი სიახლეები