ვერავის შეაშინებთ! პატიმრობის ხუთმა დღემ უფრო მეტი ძალა მომცა - ქეთა ციცქიშვილი
ვერავის შეაშინებთ! პატიმრობის ხუთმა დღემ უფრო მეტი ძალა მომცა - ასეთია ქეთა ციცქიშვილის პირველი კომენტარი წინასწარი მოთავსების იზოლატორის დატოვების შემდეგ, რომელიც მან "პირველებს" მისცა.
ჟურნალისტი ამბობს, რომ უფრო დიდი ძალებით გააგრძელებს ბრძოლას და რუსთაველის გამზირზეც ისევ ისე იდგება ხალხის გვერდით, როგორც აქამდე.
ამ ხუთმა დღემ პირიქით, უფრო მეტი ძალა მომცა, რომ უფრო მეტად ვიბრძოლო იმ უდანაშაულო ადამიანებსი გასათავისუფლებლად, რომლებიც ციხეში არიან და კიდევ აკავებენ ვიღაცებს. ზუსატდ იცოდნენ მათ, რომ არავის შეიშინებია ამ პატიმრობების და სადამსჯელო ოპერაციების. ვიბრძოლებთ აუცილილებლად ბოლომდე. ყველა ვისთანაც ერთად ვიყავი იზოლატორში და ეს იყვნენ ძლიერი ქალები, მართლა იმაზე ვფიქრობდით, როგორ გავაგრძელოთ ბრძოლა - ფურცელზე ვიწერდით, რა შეიძლება გაკეთდეს და ბრძილის რა მეთოდები შეიძლება ახალი, რომ ნაბიჯები გადავდგათ. შესაბამისად, არც მე და შემიძლია მათი სახელითაც ვთქვა, რომ არცერთ არ ეშინია არაფრის. დღეს შეიძლება ვერ მოვასწორო, რადგან ჩემი შვილი სანახავი მყავს, მაგრამ ხვალიდან უკვე რუსთაველზე ვიქნები" - განუცხადა "პირველებს" ქეთა ციცქიშვილმა.