არსებობს თუ არა განხეთქილება სასამართლო სისტემაში? - მოსამართლეებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭო უკომენტაროდ დატოვეს
რა საკითხებზე იმსჯელეს დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეებმა და არის თუ არა სასამართლო სისტემაში განხეთქილება - დღეს ამ კითხვის დასმა კონფერენციის დასრულების შემდეგ "პირველებმა" მოსამართლეებთან სცადა.
ლევან მურუსიძემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა, გიორგი მიქაუტაძემ იუსტიციის უმაღლესის საბჭო უკომენტაროდ დატოვეს. ისინი მედიასთან დღეს არ გამოჩენილან, ამიტომაც "ტვ პირველმა" აღნიშნული კითვები რიგით მოსამართლეებს დაუსვა.
მათი უმეტესი ნაწილი პასუხებისგან თავს იკავებს, ნაწილი კი ამბობს მხოლოდ იმას, რომ არც მოსამართლეების სანქცირების ფაქტები მოსწონთ და არც ქვეყნის.
სანქცირებული ვერც მოსამართლე მომეწონება და ვერც ქვეყანა, აი რატომ არიან სანქცირებულები და რამდენად სწორად, ეს ცალკე შესაფასებელი საკითხია", - ამბობს მოსამართლე
ჟურნალისტებმა მოსამართლე დიანა გოგატიშვილს ჰკითხეს არის თუ არა ზეწოლა მოსამართლეებზე, რაზეც მან აღნიშნა, რომ ყველა მოსამართლე თავისი პასუხისმგებლობით განიხილავს საქმეს.
„არ არის - ყველა მოსამართლე თავისი პასუხისმგებლობით განიხილავს საქმეს.“- განაცხადა მოსამართლემ.
დღეს მოსამართლეებ შორის იყვნენ ისეთებიც, ვისაც პირბადე ეკეთა - მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რას ფიქრობს იმ ფაქტზე, როდესაც პოლიცია აქციის მონაწილეებს პირბადეების გამო აჩერებს, პირბადეებს ართმევს და შემდეგ ლუქავს.
პირბადის დანიშნულება იცით გეთაყვა? მე რატომ მაქვს ახლა პირბადე ახლა ატყობ თუ ვერ ხვდებუით? ხმაზე არ მეტყობა?" - ამბობს მოსამართლე.
დღეს მოსამართლეების რიგგარეშე 36-ე კონფერენციაზე "ტვ პირველისთვის" და სხვა კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კარი დახურეს.