იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, არჩილ კოჭლამაზაშვილი აირჩიეს

25.10.25 14:25
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, არჩილ კოჭლამაზაშვილი აირჩიეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რიგით 36-ე კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, არჩილ კოჭლამაზაშვილი აირჩიეს.

დღევანდელ კონფერენციაზე, საბჭოს მოსამართლე წევრის ერთ ვაკანტურ ადგილზე, მხოლოდ ერთი კანდიდატი დასახელდა, რომელსაც მხარი 295-მა დელეგატმა დაუჭირა.

ის საბჭოს წევრის თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წეევრის არჩევის აუცილებლობა მას შემდეგ დაგდა, რაც საბჭოს ერთი წევრი, ლევან ნემსაძე უზენაესს სასამართლოში გადავიდა. 

  • კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 9 მოსამართლე წევრის ნაცვლად, ახლა უკვე საბჭოს შემადგენლობაში 12 მოსამართლე წევრი უნდა შეირჩეს, სამი კი არამოსამართლე წევრია.

მსგავსი სიახლეები