გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდულ ფორუმზე დასასწრებად საქართველოდან ინგუშეთში დელეგაცია ჩავიდა
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდულ ფორუმზე დასასწრებად საქართველოდან ინგუშეთში დელეგაცია ჩავიდა. ამის შესახებ მსოფლიო პოლიტიკა წერს და ფოტოებსაც აქვეყნებს.
ირკვევა, რომ საქართველოდან და რუსეთის სხვა რეგიონებიდან ჩამსული სტუმრები კავკასიის ერთ-ერთ ყველაზე წმინდა ადგილს - უძველეს თაბა-იერდის ტაძარს - და 1994 წელს „მეგობრობის გზის“ მშენებლობაზე დაღუპული ქართველი მშენებლების მემორიალს ეწვივნენ.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფორუმი ხელს შეუწყობს ჩვენი ერების ახალგაზრდებს შორის ურთიერთობებისა და კავშირების დამყარებას, რათა მათ შეძლონ საინტერესო და ამბიციური ახალგაზრდული პროექტების განხორციელება, რომლებიც მიზნად ისახავს ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობის განმტკიცებას“, - განაცხადა რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელმა დავით ცეცხლაძემ "მსოფლიო პოლიტიკის" თანახმად.