ფიზიკური ანგარიშსწორება ნადიმ ხმალაძეზე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

25.10.25 15:33
ფიზიკური ანგარიშსწორება ნადიმ ხმალაძეზე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ფიზიკური ანგარიშსწორება ნადიმ ხმალაძეზე - შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და ორ წლამდე პატიმრობის ისჯება.

ცნობისთვის,  გუშინ უცნობი პირები სამოქალაქო აქტივისტს საკუთარ სახლთან ჩაუსაფრდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მას თავის არეში ჭრილობა აქვს მიყენებული. ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ის ამბობდა, რომ ზუსტად არ ახსოვს, რა მოხდა - მოულოდნელად დააგდეს და, როგორც ახსოვს, თავში ურტყეს ფეხები.

მსგავსი სიახლეები