3 ჭრილობა და 12 ნაკერი მაქვს თავზე, კბილები მაქვს ჩამტვრეული - ნადიმ ხმალაძის პირველი კომენტარი
ნადიმ ხმალაძეს თავზე 3 ჭრილობა და 12 ნაკერი აქვს - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში საუბარობს.
ხმალაძის თქმითვე, ასევე ჩამტვრეული აქვს კბილები.
სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ სახლიდან ნაგავი როცა გაიტანა, მასთან უცნობი პირებ მივიდნენ, თავდაპირველად გამოელაპარაკნენ, შემდეგ გინებაზე გადავიდნენ, ბოლოს კი უკნიდან თავს დაესხნენ.
როგორც ექიმებმა მითხრეს, თავში მაქვს ბლაგვი საგანი ჩარტყმული - აცხადებს ხმალაძე "დღის ამბებში".
ფიზიკურად რა ტკივილიც არ უნდა მომაყენოს ვინმე, ეს ჩემთვის დიდი პრობლემა არ არის. ფიზიურად ყველაფერს ავიტან. იმასაც ვერ გადავიტან და ავიტან, რაც დრეს ჩვენს ქვეყანაში ხდება. სამი სხვადასხვა ჭრილობა მაქსვს თავზე. 12 ნაკერი მაქვს თავზე თუ არ ვცდები, კბილები მაქვს ჩამტვრეული, დაახლოებით 5 კბილი. ახლა პირბადით მომიწევს სიარული და ალბათ მომიწევს მტკიცება, რატომ მიკეთია პირბადე. ზოგადად, ეს ჩემს ცხოვრებაში პირველად მოხდა.
გამოვედი სახლიდან, ნაგავი ჩამქონდა გაადსაყრელად, დამხვდა ჯერ 2 ვიღაც ტიპი, კონტაქტში შემოვიდნენ, მერე უკრაინაზე დამისვეს კითვები, ერთი რამდენჯერმე მყავს ნანახი. ვგრძნობდი რაღაც ისე ვერ იყო. სისულელები დამიწყეს, მე შევტრიალდი... მერე ლანძღვა დამიწყეს, როგორც კი შევტრიალდი, მერე აღარ მახსოვს, როგოროც ექიმებმა მითხრეს, თავში მაქვს ბლაგვი საგანი ჩარტყმული"- ამბობს ნადიმ ხმალაძე.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და ორ წლამდე პატიმრობის ისჯება.
ხმალაძე შსს-ს მიერ საქმის ამ მუხლით აღძვრის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს და გამოძებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს.
- ცნობისთვის, გუშინ უცნობი პირები სამოქალაქო აქტივისტს საკუთარ სახლთან ჩაუსაფრდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
- მას თავის არეში ჭრილობა აქვს მიყენებული. ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ის ამბობდა, რომ ზუსტად არ ახსოვს, რა მოხდა - მოულოდნელად დააგდეს და, როგორც ახსოვს, თავში ურტყეს ფეხები.