დაკავებულია "დროების" ოპერატორი, ნიკა პატარაია

25.10.25 16:34
დაკავებულია "დროების" ოპერატორი, ნიკა პატარაია

დაკავებულია "დროების" ოპერატორი, ნიკა პატარაია - როგორც ოპერატორის შვილი სოციალურ ქსელში წერს, მამას დღის პირველი საათიდან ვერ უკავშირდებოდნენ, ცოტა ხნის წინ კი გაარკვია, რომ პატარაია უკვე სასამართლოშია გადაყვანილი და შესაძლოა წუთი-წუთზე მისის პროცესი დაიწყოს. 

"ფორმულას" ოპერატორს სავარაუდოდ, რუსთაველზე გზის გადაკეტავს ედავებიან. 

ჟურნალისტების ინფორმაციით, პატარაიამ დღეს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გადაიღო, როგორ დატოვა ფორმულას ერთ-ერთმა დაკავებულმა ჟურნალისტმა, ქეთა ციცქიშვილმა იზოლატორი.

შვილის ინფორმაციით, გადაღების შემდეგ პატარაია მძღოლმა სახლთან ახლოს დატოვა. სწორედ ამის შემდეგ ეძებდა ოჯახი ოპერატორის. 

 

მსგავსი სიახლეები