ლილუაშვილის გარემოცვის პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს - სად არის სუს-ის ექს შეფი?

25.10.25 17:06
ლილუაშვილის გარემოცვის პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს - სად არის სუს-ის ექს შეფი?

უკვე ორი საათია, საქალაქო სასამართლოში, ლულუაშვილის ახლო ნათესავის, ანდრია ლილუაშვილის პროცესი პროკურატურის მოთხოვნით დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. პროცესის დახურვა არ უნდოდა დაცვის მხარეს და არც თავად ბრალდებულს, თუმცა მოსამართლე ნანა შამათავამ სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 

სწორედ სასამართლოდან უნდა გარკვეულიყო, კონკრეტულად რას ედებიან სუსის ექს შეფის გარემოცვას და რაზე აქვთ ეჭვი, თუმცა პროცესი დაიხურა, საქმეს კი გრიფი საიდუმლო დაედო.

ახლა საინტერესოა, გამოიკითხა თუ არა აღნიშნული საქმის ფარგლებში თავად გრიგოლ ლილუაშვილი და საერთოდ იმყოფება თუ არა საქართველოში სუს-ის ექს-შეფი, რომელიც დღეს მისი ნათესავით პროცესზე არ გამოჩენილა. 

გრიგოლ ლილუაშვილის ირგვლივ არსებულ კითხვებს, "პირველების" ჟურნალისტი  საქმის პროკურორს, მარიამ ბერძენიშვილს, მას შემდეგ დაუსვამს, რაც პროცესი დასრულდება. 

  • სუს-ის ექს შეფის გარემცვის წევრს ბრალის ოფიციალური დადგენილება გუშინ ღამით გააცნეს. 

დღეს ადვოკატმა "პირველებს" უთხრა, რომ ლილუაშვილი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. 

  • ცნობისთვის, ანდრია ლილუაშვილს ხელბორკილები  2 დღის წინ დაადეს.

სუს-ის ექს შეფის ნათესავს  განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. 

უწყების ცნობით, გამოძიება გრძელდება იმ პირების მიმართ, ვისთანაც, შესაძლოა, დანაშაულებრივ კავშირში იყო ანდრია ლილუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მანამდე პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირი, კობა ხუნდაძე დააკავეს. უწყების ცნობით, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 94 კონვერტად დახარისხებული ფულადი თანხა, საერთო ჯამში 1 319 300 აშშ დოლარი.

მსგავსი სიახლეები