"დაუწესეთ სანქციები "ოცნების" მაღალჩინოსნებს" - ALDE-მ რეზოლუცია დაამტკიცა

25.10.25 17:18
"დაუწესეთ სანქციები "ოცნების" მაღალჩინოსნებს" - ALDE-მ რეზოლუცია დაამტკიცა

რამდენიმე წუთის წინ, ბრიუსელში დაატკიცა რეზოლუცია, რომლის ერთ-ერთი თავი ეხება საქართველოს და ევროკავშირისადმი მოწოდებას, დასანქცირდნენ "ოცნების" მაღალჩინოსნები. დოკუმენტში ასევე საუბარია ივანიშვილის გუნდის ლიდერებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე -  სწორეს ეს არის დოკუმენტის მთავარი მოწოდება, რომელსაც, დელეგატები ევროპული სახელმწიფოებიდან ევროკავშირს გადაუგზავნიან.

დღეს ბრიუსელში, ალდეს სხდომაზე დამსწრეებმა დაპატიმრებული ოპოზიციონერი ლიდერების, ელენე ხოშტარაის და გიორგი ვაშაძის გზავნილებიც მოისმინეს. ორივე პოლიტიტიკოსი ევროპის პოლიტიკური ჯგუფის წევრია. სხდომაზე, დიდ ეკრანზე აჩვენებს ოპოზიცონერი პოლიტიკოსების დაკავეების კადრებიც და მათი გათავისუფლება მოითხოვეს. 

კიდევ რა წერია დოკუმენტში: 

  • რეზოლუციის დოკუმენტში წერია, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები, რომელიც არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადა დემოკრატიული პარტიების უმეტესობამ, მათ შორის ALDE-ს სამმა წევრმა, ჩატარდა საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე.

"ალდე" მოუწოდებს "ოცნებას" დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პატიმრობიდან დაკავებული ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და სინდისის სხვა პატიმრები.

ევროპის პოლიტიკური ჯგუფი გამოსავლას ახალ არჩევნებში ხედავას და მოუწოდებს ივანიშვილის გუნდს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს, დაშინებისგან თავისუფალ გარემოში.

ალდე დოკუმენტით ევროკაშირს მოუწოდებს ყველა საშუალებით დაუჭიროს მხარი დამოუკიდებელ მედიას და სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში.

მსგავსი სიახლეები