საქართველოში ამინდი უარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

26.10.25 09:34
საქართველოში ამინდი უარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 26 ოქტომბერს გვიან ღამემდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ნარჩუნდება წვიმიანი ამინდი. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექები, ზოგგან ელჭექი და ქარის გაძლიერება. შავ ზღვაზე დაფიქსირდება 2-3 ბალიანი ღელვა.

სააგენტოს განმარტებით, ინტენსიურმა წვიმებმა შესაძლოა გამოიწვიოს წყალმოვარდნები დასავლეთ საქართველოს მცირე მდინარეებზე, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან რეგიონებში - მეწყერულ-ღვარცოფიანი პროცესების გააქტიურება, თუმცა საფრთხის დონე ამ ეტაპზე დაბალია.

მსგავსი სიახლეები