ბათუმმა ევროპის მძლეოსნობის პრესტიჟულ კონგრესსა და გალა დაჯილდოებას უმასპინძლა

26.10.25 12:19
ბათუმმა ევროპის მძლეოსნობის პრესტიჟულ კონგრესსა და გალა დაჯილდოებას უმასპინძლა

ბათუმმა ევროპის მძლეოსნობის წლის ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებას „ევროპის მძლეოსნობის კონგრესს და გალა დაჯილდოებას უმასპინძლა. საერთაშორისო კონგრესის წარმდგენი კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ იყო.

ღონისძიება, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდა, ევროპული მძლეოსნობის ყველაზე პრესტიჟულ და წარმომადგენლობით შეხვედრად მიიჩნევა.

კონგრესის ფარგლებში, ზღვისპირა ქალაქში, ევროპის მძლეოსნობის 49 ქვეყნის პრეზიდენტი და წამყვანი სპორტსმენები შეიკრიბნენ.