„მეფედრონი“, „მეთადონი“ და „ალფა-პვპ“ - ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან დაკავებულები. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „მეფედრონი“, „მეთადონი“ და „ალფა-პვპ“.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „მეფედრონი“, „მეთადონი“ და „ალფა-პვპ“.
პოლიციის მიერ, ერთ-ერთი ბრალდებულის სახლიდან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.