არ გავჩერდებით, ვერ შეგვაშინებთ! - თამარ თოთლაძემ და საბა ჯაფარიძემ იზოლატორები დატოვეს
სამოქალაქო აქტივისტმა თამარ თოთლაძემ 5 დღიანი პატიმრობის შემდეგ იზოლატორი დატოვა. ქალ აქტივისტს მცხეთაშიი მეგობრები და თანამოაზრეები დახვდნენ.
დღესვე ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდა საბა ჯაფარიძეც.
გზის გადაკეტვის საბაბით დაჭერილებიი და ახლა უკვე თავისუფლებაზე მყოფი აქტივიტები ცახდებენ, რომ დღესაც აქციაზე წავლენ და არ შეეშინდებათ პროტესტის გამოხატვის.
არავის შეეშინდება მათი ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის წესით პატიმრობის. ჩვენ უკვე ორივეს პრეცედენტი გვაქვს. დღის განმავლობაში ძალიან ბევრ ადმაიანზე მესმოდა, რომ დააკავეს და მცხეთის იზოლატორი სავსე იყო არა დამნაშავეებით, არამედ აქტივისტებით. სიმართლე რომ გითხრათ, ამაზე გვეცინებოდა საკნებში. იმდენად უსუსურები არიან, რომ ასე, ვითომ შესაშინებლად აკეთებენ ამას. არა, არ შეგვეშინდება, ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ ბოლომდე, - თქვა თოთლაძემ იზოლატორის დატოვების შემდეგ.
უკვე ცნობილია, რომ ერთ საათში იზოლატორს დატოვებს კიდევ ერთი აქტივისტი, საბა ხომერიკიც.