დაკავებული ზურაბ ცეცხლაძის მხარდასაჭერად სინდისის პატიმრების მშობლები რუსთავის იზოლატორთან ჩავლენ
მეტროსადგურ "ისანთან" სინდისის პატიმრების მშობლები და გულშემატკივრები იკრიბებიან. ისინი გეგმავენ, რუსთავის იზოლატორთან მივიდნენ, სადაც ზურაბ ცეცხლაძეს სოლიდარობას გამოუცხადებენ.
სინდისის მატიმრების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ "ოცნება" ცდილობს პროტესტი დრაკონული კანონები ჩაახშოს. მათი თქმით, ამ ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი არ შეწყდეს და რუსთაველის გამზირი კვლავ გადაიკეტოს.
ჩვენ შევიკრიბეთ დღეს, ჩვენი პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა გზის გადაკეტვის გულისთვის დააკავეს. ჩვენ გვინდა, ამ ადამიანის მხარდასაჭერად, პატივისაცემად ჩავიდეთ რუსთავში, გამოვუცხადოთ სოლიდარობა. არ ვიცით, სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს უსამართლო დაჭერები, ნიღბებისთვის იჭერებ, ზის გადაკეტვისთვის იჭერენ. სად მივდივართ, ხალხო?!, - ამბობს მარინა ტერიშვილი.
ჩვენ დღეს სოლიდარობას გამოვუცხადებთ ბატონ ზურას, იმიტომ, რომ ის არის არაჩვეულებრივი შვილის გამზრდელი, არაჩვეულებრივი მამა, რომელიც 4 დეკემბრიდან დაწყებული შვილთან ერთად იბრძვის და ჩვენ მასთან ერთად ვიბრძვით ჩვენი შვილებისთვის. ის არის გმირი შვილის გმირი მამა. გასკდეს გულზე ივანიშვილი, რომელმაც ეს ქვეყანა დააქცია, ქვეყანა ჭაობშ ჩააგდო და რუსეთისკენ მიგვაქანებს, მაგრამ ამას ვერ მოესწრება, - ამბობს მარიზი კობახიძე.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ზურაბ ცეცხლაძე 7 დღიან პატიმრობაში გაუშვა. მამის დაპატიმრების შემდეგ სინდისის პატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ შიმშილობა დაიწყო.