სამართლის ოკუპაციაც არსებობს, როგორც ჩანს... მძარცველები სახლში, გულანთებული ხალხი ციხეში! - მამა გიორგი ცქიტიშვილი
მამა გიორგი ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში ქვეყანაში მიმდნარე მოვლენებს ეხმიანება და წერს, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემა პოლიტიკურად მიკერძოებულია. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვისთვის ადამიანები მძიმედ ისჯებიან მაშინ, როდესაც კორუფციასა და ბიუჯეტის ძარცვაში ეჭვმიტანილი პირები თავისუფლებას ინარჩუნებენ.
სასულიერო პირის თქმით, საზოგადოებაში ნაწილი იმ უსამართლობას ეგუება, რომელიც სახელმწიფოს მართვის პრაქტიკაში დამკვიდრდა, თუმცა თითოეულ მოქალაქეს მოუწოდებს, საკუთარ პოზიციაზე თავად იფიქროს და კითხვები თავადვე დაუსვას საკუთარ თავს.
სამართლის ოკუპაციაც არსებობს როგორც ჩანს. შენს ხელშია - მიაწექი, როგორც გინდა ჭერი და კერე, სანამ შენც დაგიჭერენ და შეგიკერავენ.
ქვეყანას თუ გაძარცვავ გადაიხრი და გამოხვალ, თუ პროტესტი გაქვს და გამოხატავ, იჯდები და ვერსად ვერ გამოხვალ.
ქვეყნის მძარცველები სახლში, გულანთებული ხალხი ციხეში.
მაგარია!
ერთხელ მკითხეს, რას შოულობ ესეთს ლანჩხუთის ერთ-ერთი სოფლის ტაძარში, მაქ რომ მსახურობ და არ მიდიხარო. არ ვიცი თუ იყო სასაცილო, მაგრამ გამეცინა. რას იზამ, ასე აზროვნებს ხალხის კატეგორია ალბათ.
რადგან ესე აზროვნებთ და ვინც ასე აზროვნებთ, თქვენივე აზროვნების კატეგორიით გკითხავთ: რა არის თქვენი ბენეფიტი ამ უსამართლობაში, რომ გიღირთ?
მე კი ვიცი, მაგრამ საკუთარ თავს უპასუხეთ. ოღონდ, როგორც დაგვარიგეს, ჯერ კითხვა უნდა დაუსვათ რომ უპასუხოთ, - წერს სასულიერო პირი.