ახალგაზრდა მასწავლების მკვლელობის საქმეზე 2 არასრულწლოვანი დააკავეს - რა მოხდა თემქაზე
მათემატიკის მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე ორი მოსწავლეა დაპატიმრებული. დაკავებულთა რიცხვი დღის მეორე ნახევარში გაიზარდა, როცა მოკლულის დედამ საჯაროდ მიმართა პოლიციას - დაესაჯა ყველა ფიგურანტი და არა ერთი.
28 წლის გიგა ავალიანის დედამ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ სანამ ეჭვმიტანილები თავისუფლად გადაადგილდებიან, საზოგადოება და მათი შვილები დაუცველი რჩებიან.
გიგა ავალიანი, ახალგაზრდა მათემატიკის მასწავლებელი, 21 დღის განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. ექიმები ცდილობდნენ მის გადარჩენას, თუმცა მამაკაცი თავის ტვინის მძიმე ტრავმისა და შეშუპების შედეგად კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა.
დედის ინფორმაციით, დანაშაულის სავარაუდო მოტივი სატელეფონო მიმოწერიდან დაწყებული ეჭვიანობა გახდა. როგორც ოჯახი აცხადებს, 16 წლის გოგომ, რომელსაც ავალიანი მათემატიკაში ამეცადინებდა, შეყვარებული სმს მიმოწერით აეჭვიანა და მკვლელობის დაგეგმვაშიც მონაწილეობა მიიღო. დანაშაულში ჩართულია მისი 17 წლის მეგობარი ბიჭიც.
ოჯახის წევრები ითხოვენ, რომ ყველა პირი, ვინც ახალგაზრდას სასტიკი ცემით მკვლელობაში მონაწილეობდა ან დანაშაული დაფარა, კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.