თბილისში მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა იმართება - რა აქვთ სათქმელი მოქალაქეებს

26.10.25 20:09
თბილისში მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა იმართება - რა აქვთ სათქმელი მოქალაქეებს

ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდე ხალხის უწყვეტი პროტესტი გრძელდება. მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და საპროტესტო მსვლელობით უკვე რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. 

აქციის მონაწილეებს ხელში უკავიათ გიგანტური ბანერი წარწერით: "ბრძოლა ბოლომდე!". მათ თან აქვთ საქართველოს, ევროკავშირის და აშშ-ს დროშებიც. 

ევროპული მომავლის მცველები "ქართული ოცნების" გადადგომას და ივანიშვილის კონტროლისგან თავისუფალ არჩევნებეს ითხოვენ.

"ოცნება" ყველაფერზეა წამსვლელი, რაღა დარჩა? ამათი კანონები, ამათი ყოველდღიური ქმედებები უნგრევს ქართველ ხალხს ფსიქიკას. ჩვენი დაღუპვა, ჩვენი გადაშენება უნდათ. გადაშენება აქვთ გადაწყვეტილი პატრიოტი ხალხის. ამის უფლებას არ მივცემთ, არ არსებობს. გამარჯვება არის ხალხის მხარეს. ჩვენ აუცილებლად მოვიპოვებთ გამარჯვებას, - ამბობს აქციის მონაწილე. 

აქციაზე იმყოფება ნინო სვანიძეც, რომელმაც გზის გადაკეტვის ბრალდებით იზოლატორში 5 დღე გაატარა. აქტივისტი ამბობს, რომ ბრძოლა აიცილებლად ბოლომდე და გამარჯვებამდე იქნება.  

ვითარების განხმუხტვა იქნება გამარჯვება მხოლოდ. ჩვენი დევიზი ხომ "ბოლომდეა". ვიბრძოლებთ ბოლომდე სანამ არ გავიმარჯვებთ, სადამდეს საჭიროა, - ამბობს სვანიძე. 

საპროტესტო მსვლელობა წუთი წუთზე უკვე რუსთაველის გამზირზე მივა.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის ჩართვაში.  

მსგავსი სიახლეები