"საქართველოს ვერ დააჩმორებთ!" - გია ბუღაძე "ოცნებას"
"საქართველოს ვერ დააჩმორებთ!" - ამ სიტყვებით მიმართავს მხატვარი გია ბუღაძე "ქართული ოცნების" ხელისუფლებას. ხელოვანის თქმით, ივანიშვილის პარტიას ქართველი ხალხის დაშინება არ გამოუვა, რადგან ქართველები არც რუსები და არც ბელარუსები არიან.
ძალიან დიდი ალისხმევა გაიღო ქართველმა ხალხმა იმისთვის, რომ დაემტკიცებინა მთელი საზოგადოებისთვის როგორც შიგნით, ისე გარეთ, რომ თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ყველაფერს გააკეთებს, დათმობს, რაც მთავარია, თავის ფიზიკურ თავისუფლებას, ციხეში წავა და წლების განმავლობაში შეიძლება ჩაჯდეს. ქოცების რეალობა რა არის? რომ შიშზე აგვიყვანონ. ვერ აიყვანენ ქართველებს შიშზე, ჩვენ არც რუსები ვართ, არც ბელარუსები და მითუმეტეს, არც ჩრდილოეთ კორეელები არ ვართ. საქართველოს ვერ დააჩმორებთ!, - ამბობს გია ბუღაძე.
შეგახსენებთ, რომ პროტესტის 333-ე დღეს თბილისის ქუჩებში მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა იმართება.